შეხვედრა 20 წლის შემდეგ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონები სენ დენიზე შეიკრიბნენ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებმაც 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, კვლავ ერთად შეიკრიბნენ.
შეკრების ადგილი იყო სენ-დენი, სტადიონი “სტად დე ფრანსი”, მიზეზი კი ისტორიული გამარჯვების 20 წლისთავი.
ძველი დრო გაიხსენეს კრისტიან კარამბემ, ფაბიან ბარტეზმა, ლიონელ შარბონიემ, რობერ პირესმა, ზინედინ ზიდანმა, იური ჯორკაეფმა, ვენსან კანდელამ, ალენ ბოგოსიანმა, ლორან ბლანმა და საბრი ლამუშიმ. სწორედ ამ თანმიმდევრობით არიან ისინი ფოტოზე.