სამოელი მორაგბე გორდონ ლანგკილდე ამერიკის პოლიციამ დააპატიმრა, რისი მიზეზიც მსოფლიოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი გახდა.
სამოასა და უელსს შორის შეხვედრის შემდეგ, უკვე მოედნიდან გასულ მოთამაშეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და, როგორც ირკვევა, ლანგკილდეს მიერ მიყენებული ძლიერი დარტყმის შემდეგ, უელსელ ტომ უილიამსს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.
სან-ფრანცისკოს პოლიციაში აცხადებენ, რომ ლანგკილდე დაკავებულია ‘თავდასხმისთვის, რამაც სხეულის სერიოზული დაზიანება გამოიწვია’.
ინციდენტისას, როგორც ირკვევა, სამი უელსელი მორაგბე დაშავდა, თუმცა ლანგკილდე მხოლოდ ორ მათგანზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.
ინფორმაციას მსოფლიოს რაგბის კავშირიც ადასტურებს.