შეადგინეს ყველა დროის „მარჯვენაფეხიანთა“ და „მარცხენაფეხიანთა“ სიმბოლური ნაკრებები
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ორი სიმბოლური ნაკრები შეადგინა: ერთში შეიყვანა ყველა დროის საუკეთესო „მარჯვენაფეხიანები“, მეორეში – „მარცხენაფეხიანები“. მკითხველებს შესთავაზეას აზრის გამოთქმა – ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში რომელი გამოვიდოდა გამარჯვებული. ჯერჯერობით ხმის მიცემის შედეგები ცნობილი არ არის.
„მარჯვენაფეხიანების“ სიმბოლური: ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ფრანკო ბარეზი, ფრანც ბეკენბაუერი, მაურო სილვა, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, პელე, ალფრედო დი სტეფანო, კრიშტიანო რონალდო, იოჰან კრუიფი.
„მარცხენაფეხიანების“ სიმბოლური: იკერ კასილიასი, პაოლო მალდინი, დანიელ პასარელა, რობერტო კარლოსი, ფერნანდო რედონდო, ფერენც პუშკაში, ბობი ჩარლტონი, რიველინო, დიეგო მარადონა, ლიონელ მესი, უგო სანჩესი.