შეადგინეს ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო უტიტულო ფეხბურთელთა რეიტინგი
პორტალმა „სქაი სპორტსმა“ (Sky Sports) შეადგინა საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი, რომლებსაც კარიერაში არასოდეს მოუგიათ ინგლისის ჩემპიონატი.
სიას სათავეში ჩაუდგა ინგლისის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ბობი მური, რომელსაც კარიერაში „ვესტ ჰემისა“ და „ფულჰემის“ ღირსება დაუცავს.
ამ საინტერესო რეიტინგის ტოპ-ათეულში ინგლისური ფეხბურთის არა ერთი ლეგენდა მოხვდა:
1. ბობი მური (ვესტ ჰემი, ფულჰემი)
2. სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
3. პოლ გასკოინი (ნიუკასლი, ტოტენჰემი, მიდლსბრო, ევერტონი)
4. ჯეფ ჰერსტი (ვესტ ჰემი, სტოკ სიტი)
5. გარი ლინეკერი (ლესტერი, ევერტონი, ტოტენჰემი)
6. ჯიმი გრივზი (ჩელსი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი)
7. გლენ ჰოდლი (ტოტენჰემი, სუინდონი, ჩელსი)
8. ჯეიმი კარაგერი (ლივერპული)
9. ჯანფრანკო ძოლა (ჩელსი)
10. მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი)