შეადგინეს 21 წლამდე ფეხბურთელების „ოცნების გუნდი“ #1TVSPORT

18:25, 11.08.2025

ინტერნეტგამოცემა Score 90-მა შეადგინა სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ. პრაქტიკულად ყველა მათგანმა უკვე წარმოაჩინა თავი უმაღლეს დონეზე და ტოპკლუბების სასტარტოს მუდმივი წევრები არიან.

მეკარე გიიომ რესტი „ტულუზადან“ ფრანგული კლუბის ძირითადის წევრია. ის 20 წლისაა და აშკარად ძალიან მალე დაწინაურება ელოდება.

მცველმა ალექს ბალდემ გაამაგრა „ბარსელონას“ მარცხენა ფლანგი, პაუ კუბარსიმ კი – ცენტრი. დინ ჰუისენი დიდ თანხად გადავიდა „ბორნმუთიდან“ „რეალში“ და მზადაა მადრიდელთა დაცვის ლიდერობისთვის. რიკო ლუისი მოულოდნელად პეპ გვარდიოლას მთავარი არჩევანი გახდა მარჯვენა ფლანგზე.

„რეალში“ თავის მეორე სეზონში არდა გიულერმა მეტი სათამაშო დროის მიღება დაიწყო, ალექსანდარ პავლოვიჩს დიდი პროგრესი აქვს „ბაიერნში“, ჟოაო ნევეშმა კი დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის ტრიუმფში.

დეზირე დუე ნამდვილი აღმოჩენა გახდა „პარი სენ-ჟერმენში“, ლამინ იამალი კი ჯერ კიდევ 18 წლამდე ასაკში პლანეტის მთავარ ვუნდერკინდად იქცა. ქენან ილდიზი „იუვენტუსიდან“ უფრო მარცხნივ არის თამაშს მიჩვეული, მაგრამ ცენტრში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

მსგავსი