პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ და „ბარსელონამ“ ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ამტკიცებს პოლონური პორტალი Meczyki.pl.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 34 წლის ფეხბურთელი უახლოეს დროში შეუერთდება კატალონელებს. ელოდებიან, რომ შჩესნი ხუთშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შჩესნის „ბარსელონაში“ მიწვევა უკავშირდება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სერიოზულ ტრავმას. გერმანელი მეკარე რვა თვით გამოვიდა მწყობრიდან.
შჩესნიმ 2024 წლის ზაფხულში კონტრაქტი გაწყვიტა „იუვენტუსთან“ და სათამაშო კარიერა დაასრულა.