ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ლაციოსთან“ (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელმა განაცხადა,რომ გუნდმა ერთი საათის განმავლობაში ძალიან ცუდად ითამაშა.
„საწყის 60 წუთში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, ჩვენ ხასიათი გამოვაჩინეთ და გამარჯვება კარგი თამაშის გარეშეც მოვახერხეთ. ჩვენ გვჯეროდა , რომ შეგვეძლო ყველაფერი შეგვეცვალა… იუვენტუსის ლიდერებს ვუყურებ და კარგი იქნება, ერთხელ მეც თუ გავხდები ამ გუნდის ლიდერი“, – განაცხადა შჩესნიმ.
„იუვენტუსი“ 21 ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე მყოფ „ნაპოლისთან“ 11-ქულიან უპირატესობას ფლობს.