„შავმა ლომმა“ რუსეთის ჩემპიონი დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის სუპერ თასის მე-5 ტურში ქართული ფრანჩიზა „შავი ლომი“ რუსულ „ენისეის“ დაუპირისპირდა. წინა ტურში „ლოკომოტივი პენზასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გუნდს ლიდერები დაუბრუნდნენ, რაც სათამაშო ხარისხსა და შედეგზე აისახა 27-20.
მესამე გამარჯვებით „შავი ლომი“ ჯგუფში დაწინაურდა და „ენისეის“ 3, ხოლო „თელ-ავივ ჰითს“ 2 ქულით გადაუსწრო.
ქართული გუნდის შემადგენლობაში ლელოს დადება სანდრო თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა მოახერხეს, 17 ქულა კი გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზეა.