„შავმა ლომმა“ „ლუზიტანუში“ დაამარცხა და რაგბის ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა #1TVSPORT
რაგბის ევროპის სუპერთასზე „შავმა ლომმა“ „ავჭალის“ სტადიონზე პორტუგალიური „ლუზიტანუში“ 36:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.
ქართველმა მორაგბეებმა თამაში თვიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – ლუკა მატკავამ, გიორგი სინაურიძემ და თენგიზ პერანიძემ სამი ლელო დადეს, რასაც ერთი საჯარიმო ლელოც დაემატა და ტაიმი „შავმა ლომმა“ 24:0 მოიგო.
ქართველებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში დაუთმიათ, თენგიზ პერანიძემ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ამირან შვანგირაძემ დადო, საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქე „მშრალი“ ანგარიშით დაამარცხა.
ახლა „შავი ლომი“ დეკემბრამდე შეისვენებს, დეკემბერში კი ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩერთვება.
„შავი ლომის“ მატჩების განრიგი ჩელენჯ თასზე:
7 დეკემბერი, თბილისი | „შავი ლომი“ – „ვანი“
15 დეკემბერი, ლანელი| „სკარლეტსი“ – „შავი ლომი“
11 იანვარი, თბილისი | „შავი ლომი“ – „ბეიონი“
19 იანვარი, ედინბურგი | „ედინბურგი“ – „შავი ლომი“