„შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT
ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეოთხედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა.
რიჩარდ კოკერელის გაწვრთნილმა გუნდმა ავჭალაში დამაჯერებელი თამაში უჩვენა და ესპანეთის „იბერიანსი“ 47:21 დაამარცხა.
„ჩვენი გუნდი ტურნირის განმავლობაში პროგრესირებს, რაც დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახა“, – განაცხადა ნამატჩევს „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა.
რაც შეეხება ტურნირის ჩემპიონობას, ქართველების კონკურენტი პორტუგალიური „ლუსიტანუშია“, რომელსაც ერთი წაგება სწორედ „შავ ლომთან“ აქვს. ჩემპიონის ვინაობა 12 ოქტომბერს თბილისში გამოვლინდება, როცა საქართველოს სწორედ „ლუსიტანუში“ ესტუმრება.