„შავი ლომის“ მწვრთნელი ლადო კილასონია - „ენისეი“ გამოცდილი, მაღალი დონის გუნდია #1TVSPORT 
„შავი ლომის“ მწვრთნელი ლადო კილასონია - „ენისეი“ გამოცდილი, მაღალი დონის გუნდია #1TVSPORT 

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე ჯგუფური ეტაპის მეოთხე თამაშს (ორი გადადებულია) „ავჭალის სტადიონზე“, 17 საათზე „ენისეის“ წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის გუნდები 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ შორის სოჭში გასამართი მესამე ტურის შეხვედრა გადაიდო.

გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს:

„მზადებით კმაყოფილი ვართ და მომავალ თამაშს კარგ განწყობაზე ვხვდებით. სრულად ვართ კონცენტრირებული მეტოქეზე, რომელიც გამოცდილი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გველის. წინა შეხვედრაში თამაშის მართვაში ვერ ვიყავით ისეთები, როგორც საჭირო იყო და ამან სტრატეგიულად დაგვაზარალა. თამაში ჩვენი კარნახით არ წავიდა. შევეცდებით ეს ნიუანსი გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“.

rugby.ge