„შავი ლომი“ დღეს, 30 ოქტომბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე ტურში „ენისეის“ უნდა შეხვედროდა. მატჩი სამწუხაროდ რუსეთში გართულებული ეპიდვითარების გამო გადაიდო.
ქართულ ფრენჩაიზს აქამდე 2 მატჩი აქვს ჩატარებული, პირველი თბილისში „თელ-ავივ ჰითის“ წინააღმდეგ გამართა და 33-10 პრემიალური ქულით გაიმარჯვა. ბონუს ქულის მოპოვება მოახერხა მეორე მატჩშიც, „ლოკომოტივი პენზასთან“ 27-11.
ჯამში დაგროვილი 10 ქულით „ენისეის“ შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა „ენისეის“ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ბოლო, მესამე თამაშში თელ-ავივთან მოულოდნელად დათმო, მაგრამ სანუგეშო 1 ქულა აიღო.