რაგბი ევროპის სუპერთასზე ქართულმა „ფრენჩაიზმა“ „შავმა ლომმა“ პენზის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა – 16:19.
ლოკომოტიველებს თბილისში სტუმრობამდე ყველა მატჩი წაგებული ჰქონდათ და ჯგუფის აუტსაიდერებიც არიან. „შავ ლომთან“ მათ არაფერი გამოუვიდათ, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თბილისელები ლიდერობდნენ.
ქართველები 11:6 დაწინაურდნენ, თუმცა სწორედ ამის შემდეგ გამოასწორეს თამაში სტუმრებმა და საბოლოოდ სამი ქულითაც გაიმარჯვეს.
შავი ლომი-ლოკომოტივი 16:19
2ლ – თოდუა, პერანიძე. 2ს – გ.ბაბუნაშვილი
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი
სატურნირო მდგომარეობა
1. შავი ლომი – 11 ქ
2. ენისეი – 11
3. თელავივ ჰითი – 8
4. ლოკომოტივი – 5