„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასს მოგებით იწყებს [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ ტურნირს წარმატებულად იწყებს. ქართული გუნდი პირველ შეხვედრაში „თელ-ავივ ჰითსს“ დაუპირისპირდა და 33-10 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშებაში გაუხურებლად ჩაერთო ამ ფაქტორმა საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ იქონია.
„ბორჯღალოსნებისა“ და „შავი ლომის“ გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ პირველსავე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლელოთი თავი ასევე გამოიჩინა გამოცდილმა პირველხაზელმა, შალვა მამუკაშვილმა.
ტაბუცაძის პირველი ლელო
ტაბუცაძის მე-2 ლელო
რაც შეეხება მომდევნო თამაშს, ქართული ფრენჩაიზი 23 ოქტომბერს „ლოკომოტივს“ სტუმრად პენზაში დაუპირისპირდება.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში „შავი ლომისა“ და „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გუნდმა ეს გამარჯვება ახალგამოჯანმრთელებულ მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს მიუძღვნა.