„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალშია [ფოტო] #1TVSPORT
„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალშია [ფოტო] #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასზე ქართული გუნდი „შავი ლომი“ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მან შეჯიბრების ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა და 43:40 დაამარცხა. ფინალში ჩვენი გუნდი პორტუგალიურ „ლუსიტანოსს“ შეხვდება, რომალმაც 1/2 ფინალში თელ-ავივის „ჰითს“ 42:26 სძლია.

როგორც „შავი ლომი“, ასევე „იბერიანსი“ საკუთარი ქვეყნის ფრენჩაიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები არიან შეკრებილნი. ესპანელებმა ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ავჭალის სტადიონზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ქართველები ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრები გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

გადამწყვეტი 75-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ხმალაძემ ბურთი კარგად ჩაჭრა, შეტევა თოდუამ განაგრძო და ლომიძემ ათქულიანი სხვაობა დააფიქსირა – 43:33. ამის შემდეგ ესპანელებმა ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად არ ეყოთ.

ასე და ამგვარად, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ პორტუგალიურ „ლუსიტანოსს“ 9 მაისს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლისაბონში გაიმართება.


შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 43:40


რაგბი ევროპის სუპერთასი. ნახევარფინალი

17 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“

ხაზი: ხმალაძე, ტაბუცაძე, თაფლაძე, შარიქაძე, თოდუა, ბაბუნაშვილი, პერანიძე;

შერკინება: აბულაძე, მამუკაშვილი, ხატიაშვილი, ჭეიშვილი, ჯაიანი, აფციაური, მამამთავრიშვილი, ივანიშვილი.

მარქაფა: ზამთარაძე, ქადარია, პერტაია, ბაბუნაშვილი, აქუბარდია; ბეგაძე, ლომიძე, მოდებაძე.