„შავი ლომი“ პლეი ოფშია, „ბათუმმა“ ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ქართული დერბი შედგა – „შავი ლომი“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისში გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 37:0.
„შავი ლომის“ შემადგენლობაში ლელოებით გამოირჩნენ: თენგიზ პერანიძე, ლაშა ხმალაძე, გიორგი ჭყოიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე (2) და ლაშა ლომიძე. ლუკა მატკავამ 5-დან 2 ლელო გარდასახა და 1 ჯარიმა გაიტანა.
ამ მოგებით „შავი ლომი“ პლეი ოფში გავიდა, „ბათუმმა“ კი ჯგუფური ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის მოქმედი ჩემპიონია.