„შავი ლომი“ „პენიაროლთან“ მატჩისთვის ემზადება - ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს ასრულებს. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში 6 მაისს ტურნეს ბოლო შეხვედრას „პენიაროლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა:
„შავი ლომი“
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გიგა ჯულუხაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დავით აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თენგიზ ზამთარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. თორნიკე კახოიძე, 24. საბა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთმერიკულ ტურნეში „შავმა ლომმა“ ოთხი ტესტმატჩი ჩაატარა. ორი მოიგო („დოგოს XV“ 75:19, „სელკნამი“ 33:30) და ორი წააგო („პამპასი“ 21:24, „სუდამერიკანა XV“ 24:28).