შავდათუაშვილს მერვედფინალში გასასვლელად წუთნახევარი ეყო
შავდათუაშვილს მერვედფინალში გასასვლელად წუთნახევარი ეყო

მეორე ქართველი ძიუდოსტი, რომელიც პარიზის დიდ სლემში ჩაერთო – ლაშა შავდათუაშვილია.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი პირველ მეტოქედ კანადელი – ანტუან ბუშარი ერგო.

ტიტულოვანმა გორელმა ფალავანმა მეტოქეს თავიდანვე შეუტია და საბოლოოდ წმინდა გამარჯვების მოსაპოვებლად წუთი და 36 წამი იკმარა.

ტურნირზე წონის პირველ ნომრად განთესილი შავდათუაშვილი მერვედფინალში შარშანდელი სამსუნის გრან პრის გამარჯვებულ სომეხს – ფერდინანდ კარაპეტიანს შეხვდება. სომხეთის ნაკრების 25 წლის წევრმა თავის მხრივ, ალჯირელ – ფეტი ნურიეს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტურნირს უკვე გამოეთიშა ვაჯა მარგველაშვილი. რამდენიმე წუთში კი – 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეორე წრე დაიწყება და თავიანთ პირველ შეხვედრებს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გამართავენ.