შავდათუაშვილი ზაგრების გრან პრის გამოეთიშა, გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს.
ქართველი მეოთხედფინალში ფრანგ დიალოსთან დამარცხდა და რეპეშაჟიში იჭიდავებს. 73კგ-ში დღეს გამომსვლელები ლაშა შავდათუაშვილი და ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ზაგრების გრან პრიზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრს გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა.
ზაგრების გრან პრიზე დღეს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.