პარიზის დიდ მუზარადზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ლაშა შავდათუაშვილი.
ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში კანადელი ანტუან ბუშარის დამარცხების შემდეგ, მერვედფინალში სომეხ – ფელიპე კარაპეტიანს მოუგო. შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში გასასვლელად ერთი ვაზარი იკმარა.
შემდეგ ეტაპზე ლაშა გერმანელ იგორ ვანდკეს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა.
ფინალის საგზურისთვის, პირველ ნომრად განთესილი ტიტულოვანი ქართველი ფალავანი, მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედი პრიზიორს, სამხრეთ კორეელ – ანს დაუპირისპირდება.