შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, ქართველი ძიუდოისტი იაპონელ ჰაშიმოტოს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლების მოპოვებას ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) შეეცდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირზე მეორე შეხვედრა იტალიელ ესპოზიტოსთან, დამატებით დროში გაფრთხილებებით მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ლაშას მეტოქე ნახევარფინალის საგზურისთვის იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.

რამდენიმე წუთით ადრე შეჯიბრებაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც სერბი მარისა პერიშიჩი ეფექტური გდებით იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის შემდეგ, ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის.