შავდათუაშვილი მეოთხედფინალში ორუჯოვს შეხვდება (ვიდეო)
შავდათუაშვილი მეოთხედფინალში ორუჯოვს შეხვდება (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.

73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა მეორე შეხვედრაში პორტუგალიელი ჟოაო ფერნანდო დაამარცხა და მეოთხედფინალში აზებაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს შეხვდება.

81 კგ-ში ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მეორე შეხვედრებშიც გაიმარჯვეს და 1/4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.