შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია (ვიდეო)
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა და სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა.
ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.
ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძე, რომელმაც რეპეაშიში აზერაბაიჯანელ ძიუდოისტს სძლია და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.