შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან
შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი – უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება“, – წერს მიშელი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.