შარლ ლეკლერმა ავსტრალიის გრანპრი დიდი სლემით მოიგო #1TVSPORT
შარლ ლეკლერმა ავსტრალიის გრანპრი დიდი სლემით მოიგო #1TVSPORT

ავსტრალიაში მელბურნის ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა, რომელიც ძალიან დამაჯერებლად მოიგო „ფერარის“ პილოტმა შარლ ლეკლერმა. მან პოულიდან აიღო სტარტი და შეინარჩუნა ლიდერობა. მონაკოელს კვალში ჩაუდგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, ხოლო მესამე იყო ლუის ჰემილტონი, რომელმაც სტარტზე სერხიო პერესისა და ლანდო ნორისის გასწრება შეძლო.

წარუმატებელი აღმოჩნდა რბოლის სტარტი „ფერარის“ მეორე პილოტისთვის კარლოს საინსისთვის, რომელმაც ჯერ რამდენიმე პოზიცია დაკარგა, შემდეგ ტრასიდან გადავარდა და რბოლა შეწყვიტა.

ასევე არ გაუმართლა ფერსტაპენს, რომელიც ფინიშამდე 20 წრით ადრე გამოეთიშა ბრძოლას – „რედ ბულის“ ბოლიდზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. ნიდერლანდელმა ამ სეზონში უკვე მეორედ ვერ შეძლო ტექნიკის გაუმართაობის გამო ეტაპის დასრულება და საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ფერსტაპენის გავარდნის შემდეგ, ლეკლერმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე – მან 20 წამი მოუგო პერესს, რომელმაც რბოლის მსვლელობისას „მერსედესის“ ორივე წევრს გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება „მერსედესის“ პილოტების ბრძოლას, ჯორჯ რასელმა ზედიზედ მეორე რბოლაში ჰემილტონზე მაღალი ადგილი დაიკავა და ახლა, საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

 

ფაქტები

* შარლ ლეკლერმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო და კარიერაში – მეოთხე. გარდა ამისა, პირველად შეასრულა „დიდი სლემი“ (სტარტი პოულიდან, ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე, საუკეთესო წრე და მოგება).

* სერხიო პერესი სეზონში პირველად ავიდა პოდიუმზე.

* ჯორჯ რასელმა „მერსედესში“ პირველი და კარიერაში მეორე პოდიუმი მოიპოვა.

* „უილიამსმა“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

* ორი კვირის შემდეგ გაიმართება მეოთხე ეტაპი – ემილია-რომანის გრანპრი, რომელსაც „იმოლას“ ავტოდრომი უმასპინძლებს.

 

ავსტრალიის გრანპრი

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) – 58 წრე
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) – +20,524
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) – +25,593
  4. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი. მერსედესი) – +28,543
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) – +53,303
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) – +53,737
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) – +01,683
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) – +1.08,439
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფა ტაური) – +16,221
  10. ალექს ალბონი (ტაილანდი, უილიამსი) – +1.19,382
  11. გუანიუი ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) – +21,695
  12. ლენს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) – +1.28,598
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) – 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) – 1 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფა ტაური) – 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიასი) – 1 წრე
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) – 1 წრე
  18. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, რედ ბული) – უფინიშოდ
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) – უფინიშოდ
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) – უფინიშოდ

საერთო ჩათვლა

  1. შარლ ლეკლერი – 71 ქულა (2 მოგება)
  2. ჯორჯ რასელი -37
  3. კარლოს საინსი – 33
  4. სერხიო პერესი – 30
  5. ლუის ჰემილტონი -28
  6. მაქს ფერსტაპენი – 25 (1)
  7. ესტებან ოკონი – 20
  8. ლანდო ნორისი – 16
  9. კევინ მაგნუსენი – 12
  10. ვალტერი ბოტასი – 12
  11. დანიელ რიკარდო – 8
  12. პიერ გასლი – 6
  13. იუკი ცუნოდა – 4
  14. ფერნანდო ალონსო – 2
  15. გუანიუი ჟოუ – 1
  16.  ალექს ალბონი – 1

კონსტრუქტორთა თასი

  1. Ferrari – 104 ქულა
  2. Mercedes – 65
  3. Red Bull – 55
  4. McLaren – 24
  5. Alpine – 22
  6. Alfa Romeo – 13
  7. Haas – 12
  8. AlphaTauri – 10
  9. Williams – 1