შანსები 60/40-ზეა ქუთაისელთა სასარგებლოდ - ყაზახეთში მოთამაშე ქართველმა „აქტობე“-„ტორპედოს“ მატჩზე ისაუბრა #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟეტისუს“ ქართველმა ნახევარმცველმა, რატი არდაზიშვილმა Meta-ratings.kz-ითან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, „ტორპედო“ მოიგებს საშინაო მატჩს. ქუთაისშიც და აქტობეშიც თამაშზე ბევრი გულშემატკივარი დადის. როგორ შევაფასებ შანსებს? ჩემი აზრით, 60/40-ია „ტორპედოს“ სასარგებლოდ.
ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. „აქტობეს“ ბევრი თამაში არ მინახავს. ამიტომ არ ვიცი, გუნდი როგორ ფორმაშია. თუმცა, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კარგ ფორმაშია და ისედაც ვიცი, რომ ძალიან კარგი გუნდია. ასე რომ, „აქტობესაც“ შემდეგ ტურში გასვლის კარგი შანსები აქვს“, – განაცხადა არდაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონფერენციო ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს“ დაუპირისპირდება. ქართული გუნდი პირველ მატჩს 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ გამართავს, საპასუხო მატჩი კი 3 აგვისტოს, აქტობეში ჩატარდება.