შანხაის მასტერსზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება
 შანხაის მასტერსზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება

პირველ მატჩში ერთმანეთს გუშინდელი სენსაციის ავტორი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში ციციპასმა გათამაშებიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ტურნირის მომქმედი ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოთიშა.

მეორე ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.ზვერევმა 1/4 ფინალში მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა.

პირველი შეხვედრა თბილისის დროით 12.30-ზე, ხოლო მეორე 16.00 დაიწყება.