საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი ფრანგული „ანგულემის“ ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს. პრო დ2-ში მოასპარეზე კლუბთან ქართველ მორაგბეს ურთიერთთანამშრომლობის კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირდებდა, თუმცა მხრეებმა თანამშრომლობა ოფიციალურად კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს.
აღსანიშნავია, რომ 36 წლის ქართველი მორაგბე შალვა სუთიაშვილი ფრანგული „ანგულემის“ დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
პრო დ2-ის 15 ტურის შემდეგ „ანგულემს“ 37 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 იანვარს, შინ, „პერპინიანთან“ გამართავს.
სუთიაშვილი „ ანგულემში“ 2015 წლიდან თამაშბს და 86 ჩატარებულ შეხვედრაში 6 ლელოს ავტორია.