შალვა სუთიაშვილი „მიდი ოლიმპიკმა“ ProD2-ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
„ბორჯღალოსნების“ და ფრანგული „ანგულების“ მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი საფრანგეთის ელიტური დივიზიონის მეთხუთმეტე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. თხუთმეტეული პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ შეადგინა.
სუთიაშვილმა ეს შეხვედრა შერკინების მეორე ხაზში ჩაატარა. ქართველი მორკინალი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მთელი მატჩის მანძილზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. „ანგულემმა“ „პროვანსი“ 36-20 დაამარცხა.
შალვა სუთიაშვილმა ProD2-ის წლევანდელ სეზონში თორმეტი შეხვედრა ჩაატარა. „ანგულემს“ 15 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და პლეიოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.