კატალონიური „ბარსელონას“ მცველმა ხუან მირანდამ შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს. როგორც „ასი“ (AS) იტყობინება, „შალკეს“ 19 წლის ესპანელის იჯარის წესით, ორი წლით აყვანა სურს.
მირანდას გადაბირებით „მარსელიც“ დაინტერესებული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში გელზერკირხენელებმა უფრო იაქტიურეს.
ახალგაზრდა მცველი „ბარსელონაში“ 14 წლის ასაკში, „ბეტისიდან“ გადავიდა.წინა სეზონში მან კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა.