ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა განმარტა, რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ლებრონ ჯეიმსი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ.
„გეყოფათ, არ შეიძლება მოხვიდე აქ, ჩაატარო ერთი სეზონი და „ლეიკერსის“ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე გქონდეს პრეტენზია. ამას სერიოზულად ამბობთ? ლებრონი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ, მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ჯერ ვერ განაცხადებს პრეტენზიას ამ ტიტულზე. მეჯიქი, უორთი, კობი, ჯერი უესტი, ელჯინ ბეილორი, უილტ ჩემბერლენი… პრეტენდენტი ბევრია“, – მოჰყავს ო’ნილის სიტყვები The Official Lakers Podcast-ს.
ლებრონ ჯეიმსმა ზაფხულში ხელი მოაწერა „ლეიკერსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს, რომლის ღირებულებაა – 154 მილიონი დოლარი.