„შახტარმა“ „ზორია“ დაამარცხა - ქართველი ფეხბურთელებმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, უკრაინის პრემიერლიგაში ლუგანსკის „ზორიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ორივე მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი დონეცკელთა შემადგენლობაში იყო და გუნდის გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა.
პირველ ტაიმში „შახტარმა“ ორი სახიფათო მომენტი ქართველების აქტიურობით შექმნა. ჯერ გოჩოლეიშვილმა შექმნა სახიფათო მომენტი თავისი გადაცემით, ხოლო 37-ე წუთზე აზაროვის დარტყმა კარს აცდა, მეორე ტაიმში კი მისი გადაცემით მარლონმა ვერ გაიტანა.
საბოლოოდ, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში 51- წუთზე „ზორიამ“ ანტიუხის ზუსტი დარტყმით გახსნა, მაგრამ 72-ე წუთზე რეინალდომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე გატანილი გოლით „შახტარს“ გამარჯვება სიკანმა მოუტანა.
უკრაინის პრემიერლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ დონეცკის „შახტარმა“ 58 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე კონკურენტს, კიევის „დინამოს“ 4 ქულით ასწრებს.