„შახტარმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად ქართველი წარადგინა - უეფას თანხები კლუბებზე უნდა გადანაწილდეს
„შახტარმა“ პრეზიდენტობის კანდიდატად ქართველი წარადგინა - უეფას თანხები კლუბებზე უნდა გადანაწილდეს

უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა დონეცკის „შახტარმა“ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ქართველი კანდიდატი, მიხეილ მეტრეველი წარადგინა – ინფორმაცია გამოცემა „ფუტბოლ-უა“-ს დონეცკელთა გენერალურმა დირექტორმა, სერგეი პალკინმა დაუდასტურა.

შემდეგ გამოცემამ მეტრველს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან კორნავივირუსის შედეგების დაძლევაში საფეხბურთო ხელისუფლების შესაძლო დახმარებაზე ილაპარაკა.

„მე პატარა კლუბების მხარეზე ვარ. როგორ შეიძლება, მათ პანდემიის შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევაში დავეხმაროთ? ეს პრობლემა იქნება პირველი გამოწვევა, რომელსაც უკრაინის პრემიერლიგა წააწყდება. კორონავირუსმა გვერდი არავის აუარა. კლუბებმა და მათმა მფლობელებმა დაკარგეს შემოსავალი. ამ ვითარებაში ფეხბურთის ხელისუფლება ვალდებულია, მათ დაეხმაროს. მაგალითად, გასულ კვირას, უეფამ ფეხბურთში კოროვირუსული ეფექტების დასაძლევად უკრაინას 4.3 მილიონი ევრო გამოუყო. მე მჯერა, რომ ფორსმაჟორული ვითარების პირობებში, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია, პროფესიონალური, პირველი, მეორე ლიგის და ქალთა ლიგის 65 გუნდს დაეხმაროს. სამართლიანი იქნება, თუ უეფასგან მისაღები თანხა ყველაზე თანაბრად გადანაწილდება. მერწმუნეთ, მრავალი გუნდისთვის 60-65 ათასი ევრო არსებულ პირობებში შეიძლება გადარჩენის გარანტი გახდეს. ამ თანხით შეძლებენ კორონავირუსზე ტესტების ჩატარებას, მომზადებას და საკლუბო პერსონალის შენარჩუნებას“ – ამბობს მიხეილ მეტრეველი

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდება. ამჟამად, ოფიციალურად სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. წლებია, მიხეილ მეტრეველი უკრაინაში ცხოვრობს – არის ჟურნალისტი, მრავალი საფეხბურთო ტელეგადაცემის ავტორი. ამავე დროს, ევრო2012-ის საორგანიზაციო კომიტეტში სატელევიზიო საკითხებს კურირებდა. პარალელურად, საფეხბურთო მენეჯერია – მისი დახმარებით დონეცკის „შახტარში“ გიორგი არაბიძე გადავიდა.