უკრაინის ჩემპიონმა, დონეცკის „შახტარმა“ დათა ხოჭოლავასთან კონტრაქტი გააგრძელა, – საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველზე ინფორმაცია უკრაინულმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა.
„დონეცკის „შახტარმა“ ქართველ ცენტრალურ მცველთან დავით ხოჭოლავასთან ახალი ხელშეკრულება დადო. ხოჭოლავასთან ჩვენ ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ“, – ამის შესახებ სერგეი პალკინმა „შახტარ ნიუსს“ განუცხადა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დონეცკის „შახტარში“ 2017 წელს გადავიდა. დონბასელთა ფორმით 27 წლის ქართველმა 79 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და 20 ყვითელი ბარათი მიიღო.