„შახტარი“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა - ლაცაბიძემ და გოჩოლეიშვილმა ითამაშეს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარმა“ ზაგრების „დინამოსთან“ ხორვატიაში ტესტმატჩი გამართა და 0:1 დამარცხდა.
უკრაინული გუნდის მწვრთნელმა, მარინო პუშიჩმა ძირითად შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ათამაშა. მეორე ტაიმში „შახტარში“ ცენტრალური და მარცხენა მცველები, ლუკა ლაცაბიძე და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოჩდნენ, ირაკლი აზაროვი კი პუშიჩმა დაასვენა.
27 ივლისს გუნდები მეორე სპარინგში შეხვდებიან. უკრაინისა და ხორვატიის ჩემპიონების მატჩი ზაგრებში „მაქსიმირზე“ გაიმართება და, სავარაუდოდ, პუშიჩი აზაროვს მეორე შეხვედრაში ათამაშებს.
ბოლო დროს გოჩოლეიშვილს „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ და, ჩვენი ინფორმაციით, მისთვის ახალ კლუბს ეძებენ. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგი” ინტერესდებოდა.
გოჩოლეიშვილი „შახტარს“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგის დონეცკელებთან კონტრაქტი 2027 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.