უკრაინული ტელეკომპანია ‘ფუტბოლ 1’-ის ცნობით, ბელგიური კლუბი ”ბრიუგე” დავით ხოჭოლავას გადაბირებით იყო დაინტერესებული. ინფორმაცია ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, დონეცკის ”შახტარის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმაც დაადასტურა.
“ბრიუგეს” მხრიდან იყო ინტერესი, თუმცა ყველაფერი სატელეფონო საუბრებით დასრულდა, ოფიციალური ფურცლების და წინადადებების გარეშე. ამაზე შორს მოლაპარაკებები არ წასულა. ისინი მოსაფიქრებლად წავიდნენ” – განაცხადა პალკინმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და ”შახტარის” მცველმაც გააკეთა: “თუკი ვითამაშებ, არსად წასვლა არ მინდა. ჩემთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. ჩვენმა მწვრთნელმა ფონსეკამ კი მითხრა, რომ ჩემთვის აჯობებდა, დავრჩენილიყავი და რომ ჩემი იმედი აქვს. ამიტომ “შახტარში” დარჩენა და საკუთარი მიზნის მიღწევა ვამჯობინე”.
შეგახსნებთ, რომ დონეცკის ”შახტარი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს, სადაც იტალიურ “რომას” 21 თებერვალს შინ დაუპირისპირდება, ხოლო 13 მარტს – რომში.
ავტორი -
მერაბ მამულაშვილი