ქართველი ჩოგბურთელები – სოფია შაფათავა და ეკატერინე გორგოძე მეორე კვირაა იტალიაში იმყოფებიან და ზედიზედ მეორე 25-ათასიან ტურნირს სანტა მარგერიტა დი პულაში თამაშობენ.
შაფათავამ კვალიფიკაციაში ორი მეტოქე დაამარცხა: ამერიკელი სკოტი (6:1, 6:1) და ფრანგი ჩაკარევიჩი (6:3, 6:0) და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც პირველივე წრეში სერიოზული მეტოქე ელოდა – თურქი ქაგლა ბუიუქაქჩაი, რომელიც რეგულარულად თამაშობს WTA-ის ტურნირებში და შარშან, რეიტინგის TOP100-ის წევრიც იყო. სხვათა შორის, ურთიერთშეხვედრებში შაფათავა 4:3-ს უგებდა თურქს.
ქართველმა ეს უპირატესობა გაზარდა – მე-4 ნომრად განთესილ ბუიუქაქჩაის სამ სეტში მოუგო – 5:7, 6:4, 6:1. მეორე წრეში შაფათავას უფრო იოლი მეტოქე ეყოლება – უაილდ-ქარდის მფლობელი იტალიელი მარტინა გარეგარო.
რაც შეეხება გორგოძეს, მან, სამწუხაროდ, კვალიფიკაციის ბოლო ეტაპი ვერ დაძლია და ძირითად ბადეში ვერ მოხდა.