შაფარჟოვამ კარიერა დაასრულა
შაფარჟოვამ კარიერა დაასრულა

ჩეხმა ჩოგბურთელმა ლუსი შაფარჟოვამ საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე პირველივე წრეში დამარცხების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

32 წლის ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში. ასევე მის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალი წყვილებში 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე. იგი გახლავთ WTA -ს ტურნირების შვიდგზის გამარჯვებული ერთეულებში და 15-გზის წყვილებში.