სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამა - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ საზეიმოდ დასრულდა
სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამა – „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ საზეიმოდ დასრულდა.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები ლევან კობიაშვილმა და GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა გადასცეს. პროგრამაში საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 ადამიანი მონაწილეობდა. 6 თვის მანძილზე პროგრამა შერეული მეთოდით მიმდინარეობდა და როგორც ტრადიციულ, ისე დისტანციურ სწავლებას მოიცავდა.
კურსის განმავლობაში მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობის საფუძვლები, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსები, მარკეტინგი, საფეხბურთო ღონისძიებების მოწყობა, სტადიონებისა და უსაფრთხოების საკითხები და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლეს.
კურსი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავდა. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგამა უეფას სასერტიფიკატო კურსის – „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ქართული ანალოგია და საქართველოში ის უკვე მეორედ ჩატარდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანმანათლებლო კურსს მომავალშიც გააგრძელებს.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია