რამდენიმე დღის წინ ლებრონ ჯეიმსმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი ფილმის სფეის ჯემის მეორე ნაწილის გადაღებებში ერთვება.
გუშინ კი ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლის თარიღი გახდა ცნობილი – 2021 წლის ზაფხული. ჯეიმსის დაარსებულმა კომპანიამ სპრინფილდ ენთერთეიმენთმა (Springfield Entertainment) საკუთარ ტვიტერის გვერდზე უკვე გამოაქვეყნა პოსტერი, სადაც ლებრონი ბაგს და ლორა ბანისთან ერთად არის ასახული.
შეგახსენებთ, რომ სფეის ჯემის პირველ ეპიზოდში მთავარ როლს ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ასრულებს.