ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გათამაშების ლიდერმა „დილამ“ „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და სეზონში პირველად დამარცხდა.
მთავარი ამბები მეორე ტაიმში დატრიალდა – „დილა“ უტევდა, მაგრამ „ლოკომოტივმა“ 58-ე წუთზე სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევა განახორციელა, ირაკლი სიხარულიძემ ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ თემურ შონია გაიყვანა, რომელმაც შანსი გოლად აქცია 0:1.
გორის „დილამ“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო, 16 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და ლიდერობის დაბრუნების შანსი დაკარგა. „ლოკომოტივმა“ კი ამ მოგებით 12 ქულა დააგროვა, „თელავს“ გაუთანაბრდა და ლიდერებთან მიახლოების შანსი შეინარჩუნა.
მე-9 ტურში ერთი თამაში დარჩა გასამართი – 11 აგვისტოს „სამტრედია“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, რომელიც მოგების შემთხვევაში ქულებით „დილას’ დაეწევა.