ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) გამოაცხადა თავისი ეგიდით გასამართი ტურნირების განახლების შესახებ. კერძოდ, 3 აგვისტოს დაიწყება ქალთა ტურნირები, 17 აგვისტოს – მამაკაცების.
თამაშებს მაყურებლების გარეშე ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ამას მასპინძელი ქვეყნის მთავრობა მოითხოვს.
ტურნირების ზუსტი განრიგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ასევე განახლდება სეზონი პროფესიულ ტურებში. ქალებს შორის WTA-ის პირველი ტურნირი პალერმოში 3 აგვისტოს დაიწყება, კაცების სეზონი კი განახლდება 14 აგვისტოს, ვაშინგტონის ტურნირით.