სეზონის შემდეგ გალტიე დატოვებს პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს #1TVSPORT
სეზონის შემდეგ გალტიე დატოვებს პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე დატოვებს თავის პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ გაზეთმა L’Equipe-მა დაწერა.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში პარიზული კლუბი დაიწყებს ახალი მწვრთნელის ძიებას. გალტიეს მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2024 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.

გალტიე გასულ ზაფხულს დაინიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად და კლუბს მოაგებინა საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი.