ჩინეთის ქალაქ შენჟენში WTA-ის ტურნირი დასრულდა, რომელსაც International-ის კატეგორია ჰქონდა.
ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა, ბელარუსმა არინა სობოლონკომ, დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ამერიკელ ელისონ რისკეს. შეხვედრა ორი საათი და 11 წუთი გაგრძელდა და ბელარუსმა კლასიფიკაციის 62-ე ნომერი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 7:6(2), 6:3.
პირველი სეტის ჩაგდების შემდეგ, სობოლენკომ დიდი უპირატესობა მოიპოვა. მან სამჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი დააგროვა (15-5-ის წინააღმდეგ), ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და თავად სამჯერ დათმო საკუთარი გეიმი.
სობოლენკოსთვის ეს კარიერაში მოგებული მესამე ტიტული იყო – შარშან, მან უჰანსა და ნიუ ჰევენში შეძლო გამარჯვების მოპოვება.