სეზონის დასრულების შემდეგ რაული „რეალ მადრიდ კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს #1TVSPORT
2024/25 წლის სეზონის დასრულების შემდეგ რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის, „რეალ მადრიდ კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. მას ალვარო არბელოა შეცვლის, – ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
რაულმა „რეალ მადრიდ კასტილია“ ექვსი წლის წინ ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში რაულის გუნდი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის და 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა.
„მარკას“ ცნობით, რაულმა, შესაძლოა, „რეალის“ პირველ გუნდში გადაინაცვლოს და კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს.
რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელია. ის ესპანური გრანდის რიგებში 1994 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა და 323 გოლი გაიტანა.