სეზონი სუპერთასით განახლდება - ჩემპიონატის პირველ მატჩს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT
სეზონი სუპერთასით განახლდება - ჩემპიონატის პირველ მატჩს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT

2022 წლის საფეხბურთო სეზონი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მატჩით დაიწყება – შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის მფლობელს, თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. სუპერთასის გამართვის ადგილი და მატჩის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის გათამაშებას, პირველი ტური 26 თებერვალს დაიწყება, ხოლო ეროვნულ ლიგა 2-ში – პირველ მარტს. ჩემპიონატის პირველი მატჩი 26 თებერვალს ბათუმში გაიმართება, სადაც საქართველოს ჩემპიონი „დინამო” ლიგაში დაბრუნებულ „სიონს“ უმასპინძლებს.

პირველი ტური

შაბათი, 26 თებერვალი

დინამო ბთ – სიონი 18:00

დილა – გაგრა 20:00

კვირა, 27 თებერვალი

საბურთალო – სამგურალი 18:00

დინამო თბ – ტორპედო 20:00

ორშაბათი, 28 თებერვალი

ლოკომოტივი – თელავი 19:00

2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან.