სეზონი ფენტეზი ლიგაშიც დასრულდა - გამარჯვებულებს ფეხბურთის ფედერაცია დააჯილდოებს
ეროვნულ ლიგასთან ერთად, ფენტეზი ლიგის 2019 წლის სეზონიც დასრულდა. ლიგის ოფიციალური გევრდის მონაცემებით, გათამაშებაში ორჯერ მეტი მოთამაშე მონაწილეობდა, ვიდრე გასულ სეზონში – მონაწილეთა რაოდენობამ 4283 შეადგინა.
ფენტეზი ლიგის საპრიზო ადგილებზე შემდეგი მოთამაშეები გავიდნენ: „თბილისი 093“ – 1794 ქულა, „ექსპერტი“ – 1758 ქულა, „ჯორჯია“ 1752 ქულა
პარარელურად მიმდინარეობდა ახალი თამაში „ჩემი პროგნოზი“, რომელშიც ასევე საკმაოდ მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა, გამარჯვებული 298 ქულით მოთამაშე – Liga Best 11 გახდა.
ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გამარჯვებულები კუთვნილ პრიზებს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის ტრადიციულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიღებენ.