ხორხე სამპაოლი „სევილიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 62 წლის არგენტინელ სპეციალისტთან ესპანურმა კლუბმა კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ სამპაოლი „სევილიაში“ ადრეც მუშაობდა – 2016-2017 წლებში, მისი ბოლო კლუბი კი „მარსელი“ იყო, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა.
სამპაოლიმ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლოპეტეგი შეცვალა, რომელიც კლუბიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს. მიმდინარე სეზონში „სევილიას“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და ესპანეთის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება.