საფეხბურთო კლუბ სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და საჯაროდ განაცხადა, რომ ქრონიკული ლეიკემიით არის დაავადებული. 63 წლის სპეციალისტმა ეს განცხადება ვალიადოლიდთან გამარჯვების შემდეგ (2-0) გააკეთა და დააკონკრეტა, რომ არანაირი სახის მკურნალობას არ გადის, რადგან სურს, რომ ბოლომდე ისიამოვნოს თავისი პროფესიით.
ქრონიკული ლეიკემია არის კიბოს სახეობა, რომელიც ნელი ტემპით ვითარდება და ზოგჯერ დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყება აუცილებელი არ არის.
ეს არის ზედიზედ მეორე სეზონი, როდესაც სევილიას მთავარ მწვრთნელს ასეთი სერიოზული დაავადების დიაგნოზს უსვამენ. 2017 წელს კიბო ედუარდო ბერიცოს დაუდგინეს, ოპერაციის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამჟამად ბერიცო პარაგვაის ეროვნული გუნდის მწვრთნელია.
ვალიადოლიდთან გამარჯვების შედეგად, სევილიამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.