„სევილიამ“ „რომა“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპა ლიგის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა #1TVSPORT
ევროპა ლიგის ფინალში, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქმა უსასპინძლა, ერთმანეთს „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდნენ.
ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და ტიტულისთვის ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. თუმცა, ანგარიში არც დამტებით დროში შეიცვალა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.
პენალტები ესპანელებმა გაცილებით უკეთ შეასრულეს და იტალიური კლუბი დიდი სხვაობით დაამარცხეს – 4:1.
აღსანიშნავია, რომ „სევილიამ“ ევროპა ლიგის ფინალი ისტორიაში უკვე მეშვიდედ მოიგო და საკლუბო ფეხბურთის ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კვლავ შეუჩერებალია.